სამარცხვინოა, რომ ახალგაზრდა, 19-20 წლის სპორტსმენ ბიჭებს კარიერა ენგრევათ იმის გამო, რომ ვინმემ რამე არ იფიქროს, – ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

ასევე, დაკავებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავენ.

„დღევანდელი გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოების და პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო. სამარცხვინოა ასეთ მოსამართლეებს რომ ვხედავ და სამარცხვინოა, რომ ახალგაზრდა, 19-20 წლის სპორტსმენ ბიჭებს კარიერა ენგრევათ იმის გამო, რომ ვინმემ რამე არ იფიქროს“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.